საქართველოში გადარიცხვებს კიდევ ერთი რუსული სისტემა აჩერებს. unistream-ის შემდეგ, საქართველოში გადარიცხვებს ვერც მეორე რუსული კომპანია, CONTACT-ი შეასრულებს, რის შესახებაც სააგენტო TASS-ი იუწყება. ამის მიზეზი კი Киви банк-ის ლიცენზიის გაუქმება გახდა. ეს არის ერთ-ერთი ლიდერი ფულადი გადარიცხვების სისტემა გლობალურ ბაზარზე, რომელსაც 186 ქვეყანაში 670 000-ზე მეტი სერვის პუნქტი აქვს. თავის შეტყობინებაში მარეგულირებელმა განმარტა, რომ ეს გადაწყვეტილება საბანკო სფეროში ფედერალური კანონებისა და ცენტრალური ბანკის რეგულაციების დარღვევასთან არის დაკავშირებული. საქართველოს ეროვნული ბანკის ფულადი გზავნილების სტატისტიკით, აღნიშნული გადარიცხვების სისტემის გამოყენებით, მიმდინარე წლის იანვარში საქართველოში დაახლოებით 36 მლნ დოლარი ჩაირიცხა, რაც საერთო ჩარიცხვების 13,6%-ა. ამავე საანგარიშო პერიოდში საქართველოში ჯამში 263 მლნ დოლარის ჩაირიცხვები განხორციელდა. რაც შეეხება გადარიცხვებს, CONTACT-ის მეშვეობით, წელს, იანვარში საქართველოდან 879 ათასი დოლარი გადაირიცხა.