კომუნიკაციების კომისიას და ევროპის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა, რომელსაც ხელი კომისიის წევრმა, ნათია კუკულაძემ და ევროპის უნივერსიტეტის რექტორმა, ნინო ტალიაშვილმა მოაწერეს. თანამშრომლობის ფარგლებში, დაგეგმილია კომისიის მხარდაჭერით უკვე დანერგილი მედიაწიგნიერების საგნის კიდევ უფრო ფართოდ ინტეგრირება სხვადასხვა სპეციალიზაციის საგანმანათლებლო პროგრამაში. გარდა ამისა, შეთანხმება მოიცავს კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით ადგილობრივი თუ უცხოელი პროფესორების სემინარებისა და თემატური კონფერენციების ჩატარებას, ასევე, მედიაწიგნიერების მიმართულებით, ლექტორებისა და სტუდენტებისთვის ერთობლივი პროექტების განხორცილებას.