ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარაშვილის განცხადებით, უსაფუძვლოა იმის მოლოდინი, რომ საარჩევნო კოდექსში მიღებული ცვლილებებით ცესკო რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე იქნება დაქვემდებარებული. კალანდარიშვილი აცხადებს, რომ არ არსებობს არცერთი გარემოება, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიკერძოებულ საქმიანობაზე მიუთითებდა. ცესკოს თავმჯდომარე ასევე განმარტავს, რომ თუ მას ოპოზიცონერი მოადგილე არ ეყოლება, ეს ცესკოს მუშაობაზე გავლენას არ მოახდენს. კალანდარიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია ღიად და გამჭვირვალედ მოქმედებს.