საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტს ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები ჯერ არ მიუღია. ოპოზიციის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნული ვეტო დროულად გამოიყენა. როგორც ისინი განმარტავენ, რეალურად, ამ ცვლილებების მიზანია ცესკოზე კონტროლის დამყარება. ოპოზიციისთვის გაუგებარია თუ რატომ აგზავნის მმართველი გუნდი კანონპროექტებს ვენეციის კომისიაში თუ მათ დასკვნას მაინც არ გაითვალისწინებს.