ბრიუსელში გამართულ შეხვედრებს, „ქართული ოცნება“ წინ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს. ბოლო დღეებში სტრატეგიული პარნიორების მხრიდან გახმოვანებული გზავნილები ხელისუფლებას იმის იმედს უჩენს, რომ საქართველო ძალიან მალე ნატო-სა და ევროკავშირის წევრი გახდება. აღნიშნულ გზავნილებს ოპოზიციაშიც პოზიტიურად აფასებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საქართველოს მთავრობის მეთაურს პარტნიორებმა ის გზა განუსაზღვრეს, რომლითაც ჩვენმა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო მოთხოვნები უნდა დააკმაყოფილოს, თუმცა ხელისუფლების ოპონენტები აქვე განმარტავენ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პირობებში, ევროკავშირის 9 დათქმა ვერ შესრულდება.