ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შეათანხმა, რომელიც პირველად, ჩინურ კომპანიებსაც მოიცავს. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ჩინური კომპანიები რუსეთისთვის აკრძალული ნივთების შეძენაში არიან ეჭვმიტანილები. გადაწყვეტილება მიზნად სანქციებისგან თავის არიდების წინააღმდეგ მოქმედებას ისახავს. სანქციების სამიზნე თურქული და ჩრდილოეთ კორეული კომპანიებიც გახდნენ. ახალი სანქციებით შავ სიას დაახლოებით 200 ადამიანი და სუბიექტი დაემატა. ევროკავშირის მე-13 პაკეტის ფარგლებში 1 900-ზე მეტი რუსი და ბელარუსი, ფიზიკური და იურიდიული პირის მიმართ სანქციები კიდევ 6 თვით გახანგრძლივდება. სანქციების მე 13 პაკეტის ოფიციალური დოკუმენტი რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების ორი წლისთავის წინა დღეს გამოქვეყნდება.