ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბაჟანია რუსულ სააგენტო ტასსთან ინტერვიუში აცხადებს, რომ სოხუმში დაინტერესებული არიან „საქართველოსთან კეთილმეზობლური ურთიერთობით“. მისი სიტყვებით, დღეს „არსებობს დამოუკიდებელი აფხაზეთი, დამოუკიდებლობა, რომელიც მხარდაჭერილია რუსეთის ხელისუფლებისა და ხალხის მიერ. ამასთან ბჟანიამ მიანიშნა, რომ იწონებს, საქართველოს მთავრობის პრაგმატულ მიდგომებს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტის ამ შეფასებას, ქართული ოცნების დეპუტატებმა უპასუხეს.