საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში ფინანსთა მინისტრს მოუსმინეს. ლაშა ხუციშვილმა სამინისტროს მიერ განხორციელებულ რეფორმებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით საქართველოსა და ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების ბოლო მაკროეკონომიკური პარამეტრების ანალიზით, საქართველო მთელი რიგი მიმართულებებით არ ჩამოუვარდება და მოწინავე პოზიციაზეა ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპითა და ინფლაციის დაბალი მაჩვენებლით. ლაშა ხუციშვილმა დეპუტატების შეკითხვებსაც უპასუხა. ფინანსთა მინისტრი ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, საქართველოს სანქციების გვერდის ავლის მიზნით გამოყენების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.