საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ვეტოს დაადებს. პარლამენტს ზურაბიშვილის მოტივირებული შენიშვნები ჯერ არ მიუღია. პარალელურად პრეზიდენტის მორიგ ვეტოს აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტების ერთი ნაწილის თქმით ვეტო საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე დროული იყო, მეორე ნაწილი კი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, ქართული ოცნებისა და ზურაბიშვილის შეთანხმების ნაწილად მიიჩნევს. რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ისინი არ მალავენ რომ ვეტოს რომელიც ახლა უკვე საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებს ეხება აუცილებლად დაძლევენ. მეტიც ქართული ოცნება პრეზიდენტს დესტრუქციულ ქმედებებსა და რადიკალიზმის გაღვივებაში ადანაშაულებს.