საპარლამენტო არჩევნებამდე 8 თვით ადრე პოლიტიკური სამზადისი დაწყებულია. ვიხილავთ თუ არა ოპოზიციურ პარტიათა სრულ კოალიციას ეს ჯერჯერობით უცნობია, რადგან ნაწილი გაერთიანებაზე საუბრობს, ნაწილი კი ცალკეულ ბრძოლას აანონსებს. ნიკა გვარამია, გიორგი გახარიას პარტიას სამომავლო კოალიციაში ხედავს. გვარამია ამბობს რომ გახარიას პოლიტიკურ წარსულს ამ ეტაპზე არ შეახსენებს. თემაზე უფრო ვრცლად დღის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სალომე ჯაფარიძე ისაუბრებს.