9 რეკომენდაციის შესრულება, ბრძოლა ანტიდასავლური დეზინფორმაციის წინააღმდეგ და საარჩევნო რეფორმის ბოლომდე მიყვანა - ასე გამოიყურება ევროკავშირის მიერ დასახელებული ის მთავარი პუნქტები, რომლის შესრულებაც ქვეყანას ევროკავშირთან მოლაპარაკებების დაწყებამდე მიიყვანს. საპარლამენტო უმრავლესობა ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტს წარმატებულად აფასებს, ევროკავშირის ლიდერების მიერ გახმოვანებული გზავნილების შინაარსს კი იზიარებს. საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის საკითხზე საუბრობს ოპოზიცია. რა შანსი აქვს ქვეყანას რომ 2030 წელს გახდეს ევროკავშირის წევრი და როგორია მოლოდინები მერაბ პაპაშვილი გვეტყვის.