ირაკლი კობახიძე ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები, ომი უკრაინაში, უსაფრთხოება შავი ზღვის რეგიონში და საქართველოს ევროინტეგტრაცია - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა: ირაკლი კობახიძემ და ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე ისაუბრეს. მანამდე, საქართველოს პრემიერი ევროპარლამენტის პრეზიდენტს, რობერტა მეცოლას შეხვდა. მხარეებმა ჩვენი ქვეყნის ევროპასთან დაახლოვების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ევროკავშირის დედაქალაქიდან გზავნილებს,ხატია სამხარაძე გაგვაცნობს.