იმ კოლონიის ხელმძღვანელობას, სადაც ალექსეი ნავალნი გარდაიცვალა, დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კემერონმა განაცხადა.
„ნათელია, რომ რუსეთის ხელისუფლება ნავალნის საფრთხედ აღიქვამდა და მისი გაჩუმება არაერთხელ სცადეს“, - განაცხადა დევიდ კამერონმა.
დევიდ კამერონმა აღნიშნა, რომ სანქციები სასჯელაღსრულების კოლონიის ხელმძღვანელსა და მის ხუთ მოადგილეს დაეკისრება. მათ დიდ ბრიტანეთში შესვლა აეკრძალებათ და მათი აქტივები გაიყინება.
„ნავალნის სასტიკ მოპყრობაზე პასუხისმგებელ პირებს ილუზია არ უნდა ჰქონდეთ - ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ“, - აღნიშნა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.