ირაკლი კობახიძის ბრიუსელში ვიზიტი გრძელდება. პრემიერ-მინისტრი ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას სულ ცოტახნისწინ შეხვდა. სამთავრობო დელეგაციამ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ბრიუსელში, ევროპულ საბჭოში გაიმართა. სხდომის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები, ევროპელ პარტნიორებთან გამართა. კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის და ასევე კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს, იანეზ ლენარჩიჩს შეხვდა. მხარეებმა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს.