პარლამენტმა აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე დეპუტატი გელა სამხარაული აირჩია.
აღნიშნულ პოსტზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილ კანდიდატურას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
აქამდე პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა ნინო წილოსანს ეკავა, რომელიც ვიცე-სპიკერის პოსტზე აირჩიეს