რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დიდი ოცეულის“ შეხვედრის დღის წესრიგში უკრაინის საკითხის შეტანას დესტრუქციული ქმედება უწოდა. რუსეთის დელეგაცია აპირებს, რომ პარტნიორების განსაკუთრებული ყურადღება „დიდი ოცეულის“ პოლიტიზები მიუღებლობას მიაპყროს, რომელიც, მისი მანდატის მიხედვით, მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკურ გამოწვევებზე უნდა იყოს ორიენტირებული. შეგახსენებთ, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ბრაზილიაში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას „დიდი ოცეულის“ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში მიიღებს.