რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ავდეევკის დაცემის შემდეგ რუსეთი უკრაინაში წინსვლას გააგრძელებს. პუტინის განმარტებით, ავდეევკაში მომხდარის შემდეგ, აუცილებელია რუსეთმა მომდევნო ქმედითი ნაბიჯები კარგად დაგეგმოს. მისივე თქმით, შემდეგი ეტაპები პერსონალით, იარაღით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით უნდა იყოს უზრუნველყოფილი. პუტინი უკრაინელი ტყვეების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ყველა უკრაინელ ტყვე ჯარისკაცს, უფლებები ტყვეების შესახებ საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად უნდა წარედგინოს.