ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო 2030 წლისთვის მზად იქნება, რომ ყველა პირობა შეასრულოს, ევროკავშირი, ასევე, უნდა იყოს მზად, რომ საქართველო მის რიგებში მიიღოს. მისივე თქმით, ძალიან მკაფიოა, ის პირობები, რომელთა შესრულებაც ევროკავშირის წევრობისთვის საჭიროა. ვარჰეის ამ განცხადებას როგორც ოპოზიციის, ისე ხელისუფლების წარმომადგენლები უკვე გამოეხმაურნენ და თუ რას აცხადებენ ისინი და ასევე კიდევ რაზე ისაუბრა ევროკომისარმა