საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბრიუსელში ვიზიტს აგრძელებს. ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, სამთავრობო დელეგაცია საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომაში ჩაერთო. სხდომის შემდეგ, მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები, ევროპელ პარტნიორებთან ჩაატარა. ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის და ასევე კრიზისების მართვის საკითხებში ევროკომისარს, იანეზ ლენარჩიჩს შეხვდა. მხარეებმა ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესზეც ისაუბრეს.