თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების კომიტეტის სპიკერის, ჯონ კირბის განცხადებით, უკრაინის მიერ ავდიივკას დატოვება კონგრესის უმოქმედობის შედეგად მოხდა. მისივე თქმით, უკრაინულ მხარეს რუსეთის თავდასხმების შეჩერება რამდენიმე თვის განმავლობაში იქამდე შეეძლო, სანამ საბრძოლო მასალა არ დაუმთავრდა. კირბიმ აღნიშნა, რომ უკრაინელების ავდიივკადან გამოსვლა სიმამაცის, სამხედრო მმართველობის, ტაქტიკური გამბედაობის ან შეიარაღებული ძალების საბრძოლო უნარების ნაკლებობას არ უკავშირდება.