როგორია ოპოზიცის შანსები 2024 წლის საპრალამენტო არჩევნებში იმ დროს, როდესაც საქართველოს პრემიერი 2030 წელს ქვეყნის ამომრჩეველს ევროკავშირის წევრობას ჰპირდება. ექსპერთები აცხადებენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს მოქალაქებს კონკრეტული გეგმა უკვე შესთავაზა და აღნიშნული გეგმის თანახმად, საქართველოს პარლამენტში ორი პარტია უნდა იყოს, ხოლო „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა უნდა მიიღოს. ექპერტების შეფასებით, „ქართული ოცნება“ გრძნობს, რომ ადმინისტრაციული რესურსი მათ მხარესაა.