რა შედეგით ბრუნდება ბრიუსელიდან ირაკლი კობახიხე - ამაზე ოპოზიციას ერთი პასუხი აქვს - ისინი ამბობენ, რომ პრემიერმა ევროპის ლიდერებისგან კიდევ ერთი გაფრთხილება მოისმინა იმის შესახებ, რომ თუ მთავრობა ევროპულ კურსს არ დაუბრუნდება, მაშინ ქვეყნა ევროკავშირის წევრი ვეღარ გახდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მეთაურს ჟოზეფ ბორელმა და ოლივერ ვარჰეიმ რეკომენდაციების შესრულებისკენ მოუწოდა, ოპოზიცია ფიქრობს, რომ მთავრობა აღებულ ვალდებულებას არ შეასრულებს, რადგან მათ ამის პოლიტიკური ნება არ გააჩნიათ. რაც შეეხება ჟოზეფ ბორელის განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობა ანტიდასავლურ რიტორიკას უნდა ებრძოლოს - ეს მოწოდება „გირჩის“ დეპუტატისთვის გაუგებარია და უფრო მეტ კონკრეტიკას საჭიროებს.