როგორც ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში, საუბარი ქვეყნის შიგნით პოლიტიკურ პროცესებსა და ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხს შეეხო. ირაკლი კობახიძემ ისაუბრა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამართლიან გარემოში ჩატარებაც ევროპელი პარტნიორები ითხოვენ. ბრიუსელში გამართული შეხვედრები მთავრობის მეთაურს იმის თქმის საფუძველს აძლევს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო დაჩქარდება. კობახიძე აცხადებს, რომ ასოცირების საბჭოსა და ორმხრივ შეხვედრებზე კონკრეტული პროექტების შესახებ ისაუბრეს.