წინასაარჩევნო გადაჯგუფება და ოპოზიციური ერთობა კვლავ ქართული პოლიტიკური სპექტრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. “ქართული ოცნების” ოპონენტების დიდი ნაწილი გადაჭრით არ ამბობს, გეგმავს თუ არა რომელიმე პარტიასთან მოლაპარაკებების დაწყებას , თუმცა იმაზე ყველა თანხმდება, რომ პრიორიტეტი საზოგადოების კეთილდღეობაა. ამიტომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საერთო იდეის გარშემო გაერთიანებას არ გამორიცხავენ. წინასაარჩევნო გადაჯგუფების საკითხი განსაკუთრებით აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი კოალიციური მთავრობის შექმნის აუცილებლობაზე ალაპარაკდა. ვისთან თანამშრომლობას განიხილავენ ოპოზიციური პარტიები და როგორ აფასებს ხელისუფლება ოპონენტების გაერთიანების საკითხს ხატია სამხარაძე გვეტყვის.