პარლამენტმა ცესკოს ფორმირების წესთან დაკავშირებულ ცვლილებებს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო პაკეტი 81- ხმით, 6-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. მესამე მოსმენით მიღებული ცვლილებებით, ცესკოში, ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერი მოადგილის თანამდებობა უქმდება. ასევე იცვლება ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესიც. უკვე ცნობილია პრეზიდენტის პოზიციაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ კანონს ვეტოს დაადებს. თავიმხრივ ოპოზიცია საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით აკრიტიკებს. როგორც ისინი აცხადებენ ქართულმა ოცნებამ წინასაარჩევნოდ საარჩევნო ადმინისტრაცია პირდაპირ დაიქვემდებარა. ოპოზიციის კრიტიკას კი მმართველ გუნდში აბსურდულს უწოდებენ. რა განცხადებები კეთდება დეპუტატების მხრიდან აღნიშნულ საკითხზე მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცბობს.