ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ენდიაის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დისკუსიის მთავარი თემა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იყო. ოპოზიციამ შეხვედრაზე ყურადღება ემიგრანტების საარჩევნო პროცესში ჩართულობისა და ხმების დაცვის საკითხებზე გაამახვილა. ენდიაისთან შეხვედრა გამართა მმართველმა გუნდმაც. პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრებთან ერთად წინასაარჩევნო გარემოსა და ამ მიმართულებით არსებულ კანონმდებლობაზე ისაუბრა. სამთავრობო გუნდი ამბობს რომ მზად არიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში წარმართონ. ამ საკითხზე უფრო ვრცლად მერაბ პაპაშვილი ისაუბრებს.