საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების საბჭოს რიგით მე-8 სხდომის ფარგლებში გახმოვანებულ გზავნილებს, მმართველი პარტია და ოპოზიცია აფასებს. ქართული ოცნება ამბობს, რომ პრემიერის გამოსვლა შეიცავდა „მესიჯებს" რომელიც ქვეყანას გრძელვადიან მშვიდობას შეუნარჩუნებს. მათივე თქმით, 2030 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობისათვის მზად იქნება. რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს. ქართული ოცნების ოპონენტები ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს ნაკლებად ელიან და აცხადებენ, რომ ქართული ოცნების მიზანი, ევროკავშირთან დაახლოება არ არის. თემის დეტალებს თაზო მაჭარაშვილის სიუჟეტში გაეცნობით.