ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის ტერიტორიების უკანონო ოკუპაციისა და ანექსიის გამო დაწესებული სანქციები ერთი წლით, 2025 წლის 24 თებერვლამდე გაახანგრძლივა, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭომ დღეს განაცხადა.
„სანამ რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები განაგრძობს ძალის გამოყენების აკრძალვის დარღვევას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის სერიოზულ დარღვევას, მიზანშეწონილია ძალაში შევინარჩუნოთ კავშირის მიერ ამჟამად დაწესებული ყველა ზომა და მივიღოთ დამატებითი ზომები. საჭიროების შემთხვევაში“, - ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.
საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები 2022 წლის 23 თებერვალს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დააწეს, შემდეგ კი იმავე წლის ოქტომბერში რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი ოლქის ანექსიის გამოცხადების საპასუხოდ.
იანვარში საბჭომ ასევე „უკრაინაში სიტუაციის დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედებების“ გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები 2024 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა. ევროკავშირმა უკრაინის წინააღმდეგ მოსკოვს აგრესიის საპასუხოდ სანქციების 12 პაკეტი დააწესა და მე-13 პაკეტის განხილვა მიმდინარეობს, რომელიც, სავარაუდოდ, 24 თებერვალს გამოქვეყნდება.