დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომას საქართველოს პრემიერი, ირაკლი კობახიძე დაესწრება. ამ ღონისძიებას ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს. დღევანდელი სხდომა საქართველოსა და ევროკავშირს შორის პოლიტიკურ დიალოგს და რეფორმებს, ასევე ეკონომიკურ თანამშრომლობას, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს მიეძღვნება. სხდომის შემდეგ დაგეგმილია ირაკლი კობახიძის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი ბრიფინგი. გარდა ამისა, ირაკლი კობახიძე ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდება.