დღეს პარლამენტი საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილავს და დიდი ალბათობით, კენჭს უყრის საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს. ოპოზიციონერი დეპუტატები თითქმის ერთხმად აცხადებენ, რომ ისინი ამ რეფორმას მხარს არ დაუჭერენ. მათი კრიტიკა გამოიწვია კონკრეტულმა საკითხმა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური კვოტით დანიშნული ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა უნდა გაუქმდეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე აცხადებენ, რომ ამ ცვლილებებით პრეზიდენტის როლი ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაში ფაქტობრივად უქმდება. მმართველი გუნდის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ საარჩევნო კოდექსის შეცვლა ევროკომისიის რეკომედაციებს მაქსიმალურად ითვალისწინებს.