ოპოზიციონერი პოლიტიკოსები NDI-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დისკუსიის მთავარი თემა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები და არსებული გამოწვევები იყო. ოპოზიციამ შეხვედრაზე ყურადღება ემიგრანტების საარჩევნო პროცესში ჩართულობაზე გაამახვილა. გარდა ამისა, NDI-ის წარმომადგენლებს მმართველმა გუნდის წევრებიც შეხვდნენ. პარლამენტის თავმჯდომარემ უმრავლესობის წევრებთან ერთად წინასაარჩევნო გარემოსა და ამ მიმართულებით არსებულ კანონმდებლობაზე ისაუბრა. სამთავრობო გუნდში ამბობენ, რომ მზად არიან ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დემოკრატიულ გარემოში წარმართონ.