აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს 50 საუკეთესო პურის სახეობებს შორის მოხვდა. იმერული ყველითა და სულგუნით გაჟღენთილი ხაჭაპური, რომელიც ერთ-ერთი საყვარელი ქართული კერძია - ასე ახასიათებს აჭარულ ხაჭაპურს CNN-ი, რომელმაც ის მსოფლიოს 50 საუკეთესო პურის სახეობებს შორის დაასახელა. „ნავის ფორმის რბილი ცომი სავსეა კვერცხისა და ყველის უხვი შიგთავსით. ცომის წაგრძელებული ბოლოები კი მისი გემოს უკეთ შეგრძნებაში დაგეხმარებათ. 2019 წელს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ხაჭაპური იუნესკოს არამატერიალურ მემკვიდრეობად დაასახელა“ - წერია სტატიაში საქართველოს შესახებ. შეგახსენებთ, რომ მანამდე ქართული ხარჩო მოხვდა CNN-ის საუკეთესო წვნიანების რეიტინგში.