ღაზას სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაცია გრძელდება. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ლიბანში „ჰესბოლას“ პოზიციებზე მორიგი იერიში განხორციელდა და მათ სარაკეტო იერიში ქალაქ სიდონთან ახლოს, „ჰეზბოლას“ იარაღის საცავზეც მიიტანეს. თავდაცვის უწყების ცნობით, აღნიშნული ოპერაცია „ჰესბოლას“ აგრესიის საპასუხო ქმედება იყო. ისრაელის მხრიდან საჰაერო თავდასხმების შედეგად ლიბანში, ქალაქ სიდონის მახლობლად 14 ადამიანი დაიჭრა. დაშავებულთა უმეტესობა ქარხანაში დასაქმებული პერსონალია.