რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ვენესუელაში ჩავიდა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მარია ზახაროვას ცნობით, სერგეი ლავროვი კარაკასში ვენესუელელ კოლეგასთან, ივან გილ პინტოსთან მოლაპარაკებებს ჩაატარებს. ასევე, შესაძლოა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვენესუელის პრეზიდენტს, ნიკოლას მადუროს შეხვდეს. როგორც ცნობილია, სერგეი ლავროვი ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სტრატეგიული პარტნიორობას, მისი განვითარების პერსპექტივებს, ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ თემებს, ასევე ორ ქვეყანას შორის კოორდინაციის საკითხებს განიხილავს. ვენესუელაში ჩასვლამდე სერგეი ლავროვი კუბაში იმყოფებოდა.