დღეს, პარლამენტი საარჩევნო კოდექსის ცვლილებებს საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილავს. რეფორმა რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება, თუმცა ხელისუფლების ოპონენტების კრიტიკა კომკრეტულმა ცვლილებამ გამოიწვია, რომლის მიხედვითაც ოპოზიციური კვოტით დანიშნული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობა გაუქმდება. ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილებებით პრეზიდენტის როლი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევაში ფაქტობრივად გაუქმდება. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები კი აცხასებენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ევროკომისიის რეკომედაციებს ბოლომდე აკმაყოფილებს. კიდევ რას აცხადებენ ამასთან დაკავშირებით დეპუტატები.