. დღეს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-8 სხდომას, რომელსაც ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე დაესწრება. დღევანდელი ღონისძიება საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკურ დიალოგსა და რეფორმებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობაზე, ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ასევე კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებაზეა ორიენტირებული. სხდომის შემდეგ ირაკლი კობახიძის, ჯოზეფ ბორელისა და ევროკომისარ, ოლივერ ვარჰეის ერთობლივი პრესკონფერენციაც არის დაგეგმილი. გარდა ამისა, ირაკლი კობახიზე ნატოს გენერალურ მდივანსაც შეხვდება. საქართველოს მთავრობის მეთაურის ბრიუსელში ვიზიტის შესახებ