ისრაელის მხრიდან საჰარო თავდასხმების შედეგად ლიბანში, ქალაქ სიდონის მახლობლად 14 ადამიანი დაიჭრა. მედია წერს, რომ თავდასხმის სამიზნე საბურავების საწყობი და ქარხნის მიმდებარე ტერიტორია გახდა. დაშავებულთა უმეტესობა ქარხანაში დასაქმებული პერსონალია. ამავდროულად, ისრაელის მხარე აცხადებს, რომ თავდასხმის სამიზნე „ჰეზბოლას“ იარაღის საცავი გახდა. მანამდე კი, ცენტრალურ ღაზაში მდებარე ქალაქზე განხორციელებული საჰაერო იერიშის შედეგად რამდენიმე პირი დაიჭრა. შემთხვევის შედეგად განადგურდა საცხოვრებელი სახლებიც.