უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ პოლონეთთან საზღვარზე არსებული კრიზისი „სოლიდარობის ეროზიას“ აჩვენებს. მისივე თქმით, ვითარება არა მარცვლეულს, არამედ რეალურად, პოლიტიკას ეხება. ამიტომაც, აუცილებელია პოლონეთთან და ყველასთან, ვისაც ევროპის ბედით აწუხებს, საერთო რაციონალური გადაწყვეტილებების პოვნა.