გერმანიაში, ჰიგიენის საშუალებების ქურდობის ბრალდებით საქართველოს 41 წლის მოქალაქე დააკავეს. პოლიციამ ის ბერმენის ცენტრალურ სადგურზე აიყვანა. როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქართველოს მოქალაქეს 4-ი სავსე ჩანთა ჰქონდა, თუმცა ეჭვის გაფანტვის მიზნით მან თქვა, რომ ჩანთები მისი არ იყო. პოლიციამ ჩხრეკის შემდეგ კაცი ადგილზევე დააკავა. გამოძიება გრძელდება.