საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სერტიფიცირებისთვის, საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის საგამოცდო ტესტები ქართულთან ერთად, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეცაა ხელმისაწვდომი. საგამოცდო ცენტრები ქვეყნის მასშტაბით 8-ა მუნიციპალიტეტშია გახსნილი. როგორც ცესკოში განმარტავენ, პროცესი მნიშვნელოვანია, რადგან როგორც საარჩევნო საკითხებთან და ტექნოლოგიებთან ამომრჩეველთა ინფორმირება მიმდინარეობს, ასევე საარჩევნო ადმინისტრატორთა კვალიფიციურად მომზადებული რესურსიც ყალიბდება.