ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობისა და კრიტიკის ფონზე, ”ქართული ოცნება“ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების განხილვას აგრძელებს. როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, ოპოზიცია ცვლილებებს იმის გამო ეწინააღდეგება, რომ ცესკოზე კონტროლის დამყარება სურს. ოპოზიცია „ქართული ოცნების“ მიერ, ცესკო-ს ხელში ჩაგდების მცდელობაზე საუბრობს. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები, რომლითაც ცენტ. საარჩევნო კომისიის თავმჯომარეს ოპოზიციის მიერ არჩეული მოადგილე აღარ ეყოლება, საზოგადოებაში არჩევნების მიმართ უნდობლობის ზრდას გამოიწვევს.