"ქართული ოცნების" პარტიულ თანამდებობებზე ცვლილებებია. როგორც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე იქნება. მის ძველ პოზიციას პარლამენტში, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, რატი იონათამიშვილი დაიკავებს. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ირაკლი ჩიქოვანის თანამდებობაზე, რომელიც თავდაცვის მინისტრი გახდა, უმრავლესობა პარლამენტს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის კანდიდატურას წარუდგენს.