„ქართულ ოცნებაში“ უპასუხეს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, კრემლის მხრიდან საპარლამენტო არჩევნებში შესაძლო ჩარევის შესახებ. უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ზურაბიშვილს, სიფრთხილისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ დროა, პრეზიდენტი რუსეთთან დაკავშირებით ლაპარაკს მოერიდოს. სალომე ზურაბიშვილმა, Deutsche Welle-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ მიმდინარე წელს საქართველო რუსეთის მხრიდან ჩარევის საფრთხის წინაშე დადგება, რადგან ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. ქვეყნის მთავარსარდალი აცხადებს, რომ ოკუპანტი ქვეყანა საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომში აქტიურად არის ჩართული და პუტინის რეჟიმი საბჭოური მეთოდებით შეეცდება, რომ ქვეყნის შიდა საქმეებში ჩაერიოს.