გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა. გაერო-ს გენერალური მდივანი მისალოც წერილში იმედოვნებს, რომ გაერო-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობა გაღრმავდება. გაერო-ს გენერალური მდივანი კობახიძეს მისალოც წერილში წერს, რომ რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ სწრაფვაში შეუძლია გაერო-ს მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედი ჰქონდეს, მათ შორის საქართველოში გაერო-ს გუნდის მეშვეობით“.