პრემიერ-მინისტრის რანგში, ირაკლი კობახიძის პირველ სამუშაო ვიზიტს ბრიუსელში, “ქართული ოცნება" პოზიტიური მოლოდინით ხვდება. მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ ირაკლი კობახიძე დასავლელ პარტნიორებს საქართველოს ევროპულ არჩევანში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს. ამ ვიზიტის მნიშვნელობაზე ოპოზიციაც საუბრობს. „ქართული ოცნების“ ოპონენტების შეფასებით, მმართველმა პარტიამ ევროპელ პარტნიორებს უნდა დაანახოს, რომ საქართველოს იმის სურვილი აქვს, რომ ნატოსა და ევროკავშირს კიდევ უფრო მეტად დაუახლოვდეს, თუმცა ოპოზიცია „ქართული ოცნების“ ლიდერისგან კონკრეტულ ქმედით ნაბიჯებს ნაკლებად ელის. ხელისუფლების ოპონენტებს მიაჩნიათ, რომ მმართველ პარტიას ევროპასთან ურთიერთობის გაღრმავების სურვილი არ აქვს.