ალექსეი ნავალნის გარდაცვალებას საერთაშორისო ლიდერები კიდევ ერთხელ ეხმაურებიან. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები სანქციებს წარადგენენ. ბორელის თქმით, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა ვლადიმერ პუტინს ეკისრება. ამასთან, რუსი ოპოზიციონერის გარდაცვალების შემდეგ, გერმანიაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. სამინისტროს წარმომადგენელმა, რუსეთში 400-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის დაკავებაც დაგმო. მთავრობის პრესსპიკერმა რუსეთის ხელისუფლებას, ნავალნის გარდაცვალების გარემოებების გამჭირვალე გამოძიებისა და პოლიტიკოსის ცხედრის მისი ოჯახისთვის გადაცემისკენ მოუწოდა. პარალელურად, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მეუღლე, იულია ნავალნაია აცხადებს, რომ მისი ქმრის საქმეს გააგრძელებს. მანვე საზოგადოებას მოუწოდა, ომის, უსამართლობისა და კორუფციის წინააღმდეგ, მასთან ერთად იბრძოლონ. ცნობისთვის, იულია ნავალნაია ბრიუსელში იმყოფება, სადაც დღეს, საგარეო საქმეთა მინისტრების მინისტერიალზე სიტყვით გამოვა.