ნაფიც მსაჯულთა იმიტირებული სასამართლო პროცესების ეროვნული ჩემპიონატის დასკვნითი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძე, ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი დავით ასათიანი, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი, ასევე პროკურატურის, სასამართლოს, ადვოკატთა ასოციაციის, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და პროექტში მონაწილე სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებოდნენ. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.