საქართველოზე ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ერთ-ერთი სატრანსპორტო მარშრუტი – შუა დერეფანი გადის. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ საერთაშორისო გადაზიდვის სისტემაშიც დაიწყო ძირეული ცვლილებები. ქვეყნებმა გადაწყვიტეს ალტერნატიული გზების მონახვა-რომელშიც საქართველოს მნიშვნელოვანი როლი უკავია. შუა დერეფნის განვითარებისთვის კი კონკრეტული ინფრასტრუქტურული სამუშაოებია საჭირო. როგორ აფასებენ ეკონომისტები შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივას და რა პრობლემების წინაშე დგას შუა დერეფანი, ლუკა ცხვედიანის სიუჟეტიდან გაიგებთ.