ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს, დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულ მიხეილ კალანდიას ხელისუფლებამ შეთანხმების წინადადებაზე უარი უთხრა. როგორც „პალიტრანიუსისითვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კალანდიას ადვოკატს შესაბამისი დოკუმენტაცია უკვე გამოუგზავნა. ხელისუფლების უარს მსჯავრდებულის ოჯახის წევრებიც გამოეხმაურნენ. მიხეილ კალანდიას ძმას და ადვოკატს, ჩვენი ჟურნალისტი, ეკა ლემონჯავა ესაუბრა. თუ რას აცხადებს ადვოკატი, რა წერია სტრაბსურგის მიერ გამოგზავნილ დოკუმენტაციაში და უფრო კონკრეტულად, რაზე ეთქვა მსჯავრდებულს უარი, ამას სწორედ ეკა ლემონჯავა გვეტყვის.