საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს ხვალ პარლამენტი საბოლოოდ, მესამე მოსმენით განიხილავს. საკანონმდებლო ორგანოში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით უკვე მიიღო. კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს შორის კამათიც მოხდა. ამის პარალელურად ოპოზიციონერი დეპუტატები პირდაპირ აცხადებენ რომ ქართული ოცნება საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებებით ევროკომისიის 9 დათქმის შესრულების პროცესს ხელს უშლის. თავისმხრივ მმართველი გუნდი კი საპირისპიროს ამტკიცებს. ქართული ოცნების წარმომადგენლები აცხადებენ რომ ოპოზიცია პროცესებს ხელოვნურად ართულებს. რა განცხადებები კეთდება თემის ირგვლივ მეტ დეტალს ჩვენი ჟურნალისტი მაგდა ბლუაშვილი გაგვაცნობს.